ტრენინგის მეექვსე დღეს შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით დავხვეწე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის აღწერა. მსვლელობისას მივხვდი, რომ დროის ჩარჩოში იყო რაღაც ზედმეტი, ზოგიერთი რამ კი მოითხოვდა დამატებას, ამიტომ ცვლილებების შეტანა მომიხდა მთლიან გეგმაში. Intel-ის ძირითადი კურსის მთავარი უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ გვასწავლოს ასეთი სტილით მუშაობა, ყველა ეტაპზე დაგვანახოს მრავალფეროვანი შეფასებების აუცილებლობა და მორგებულად გამოყენების შესაძლებლობა, რათა პროექტი თანდათან დაიხვეწოს და დასრულებული ვარიანტი სრულყოფილი იყოს. ვფიქრობ, საბაზისო უნარ–ჩვევების გამოვლენის შემდეგ ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, კიდევ გახდეს საჭირო.
გავეცანით Google drive–ში სხვადასხვა სახის ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმებს. ვფიქრობ, მოსწავლეებს გუგლეს ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი გაუღვივდებათ, რადგან სოციალური ქსელებით ურთიერთობა დღეს მათთვის ყველაზე კომფორტულია.

ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ავტვირთეთ Google drive–ში და გავაზიარეთ ჯგუფში, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბლოგზე. თითოეულს დაგვევალა გავაკეთოთ კომენტარები სულ მცირე ჯგუფის სამი წევრის პრეზენტაციაზე. ჩემი აზრით, თითოეული ჩვენგანი თუ ,,კრიტიკული მეგობრის" როლს შევასრულებთ კომენტარების გაკეთებისას, გაცილებით ბევრის მომცემი იქნება ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ ,,შექება".
მეგობრებო, იყავით მაქსიმალურად კრიტიკულები!
შემდეგი კვირა ძალიან შრომატევადი იქნება, რადგან ჩვენ უნდა შევიდეთ მოსწავლის როლში და შევქმნათ ერთი დასრულებული ნამუშევარი ისეთი, როგორსაც მოვისურვებდით, რომ მოსწავლეს შეექმნა და პროექტის ბოლოს წარმოედგინა. ამასთანავე დაგვევალა შეფასების დროის ჩარჩოში მითითებული ყველა რუბრიკის თუ სქემის შექმნა.

ვცდილობ, სამუშაოს არც სირთულეს და არც სიმრავლეს არ შევუშინდე!
მაია, დავათვალიერე თქვენი ბლოგი და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. პრეზენტაციაც ხომ არაჩვეულებრივია და ბლოგის დიზაინიც. ჩანს, რომ ძალიან ენერგიული და მონდომებული ხართ. წარმატებებს გისურვებთ და უამრავ "კრედიტქულებს"!!!!!!!!!!!!!!!!!
ReplyDelete