ტრენინგის მერვე დღე მთლიანად დიფერენცირებულ სწავლებასა და სასწავლო პროცედურებზე მუშაობას დავუთმეთ.
მოსწავლეები შესაძლებლობების გარდა ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. თუ მასწავლებელი მუდმივად იმუშავებს მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე, გაითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებებს და მოიფიქრებს როგორ ჩართოს ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს, რადგან ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი.
ჩემ სასწავლო პროექტში მოვიფიქრე ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ პროექტზე მუშაობისას.
ამავე დროს გავაკეთე პროექტის დეტალური მსვლელობა, სასწავლო პროცედურები, სადაც გავითვალისწინე ყველა პუნქტი, რაც გეგმაში მქონდა გათვლილი. მაგ. მიზნები, 21–ე საუკუნის უნარები, ესგ–ს სტანდარტები, შეფასებები და ა. შ. ვეცადე, უყურადღებოდ არ დამრჩენოდა არცერთი ნაბიჯი, არც ერთი უკუკავშირი, რაც მივიღე ტრენერისგან.
საშინაო დავალებად მოსამზადებელი მრჩება მხოლოდ დამხმარე რესურსები, რომელიც უკვე მოფიქრებული მაქვს. პორტფოლიოშიც ყველაფერს თავთავისი ადგილი მივუჩინე და იმედი მაქვს პორტფოლიოს პრეზენტაცია წარმატებით ჩაივლის.
No comments:
Post a Comment