ერთი კვირის მანძილზე საშინაო დავალების სრულყოფილად, მიზნობრივად და შემოქმედებითად შესრულებაზე ფიქრში დამღლელი ღამეებისა და კომპიუტერთან ყოველდღიურად გატარებული მრავალი საათის შემდეგ, ტრენინგის მესამე შეხვედრაზე მიმიხარია, Google-ს ჯგუფში დასმულ ყველა კითხვაზე მიღებული პასუხები დამეხმარა დავალებისთვის კარგად გამერთმია თავი. მეც შევძელი მეგობრებს დავხმარებოდი.
მესამე დღეც დაიწყო. საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე. სასწავლო პროექტის დაგეგმვაში სწორედ ეს ეტაპია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა, გავიაზრეთ, რომ სასწავლო მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული და პირდაპირ და უკუკავშირში ესგ–ის სტანდარტებთან, და არა ბუნდოვანი და დავალებაზე ორიენტირებული. გავარჩიეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა და ბლუმის განახლებული ტაქსონომია, რომლებიც სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაში დიდ დახმარებას გაგვიწევს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი) ტრენერმა ისე კარგად გადმოქვცა, რომ გეგმაში ამ პუნქტის შევსება ვფიქრობ, არ გამიჭირდება. შეკითხვების დასმა ხომ ხელს უწყობს სწავლის პროცესს, მოსწავლეების ინტერესი–ეძებონ პასუხები საინტერესო კითხვებზე, უვითარებს მათ დამოუკიდებლად სწავლის უნარს. Intel–ის პროგრამა კი გვამარაგებს და გვამარაგებს უამრავი დამხმარე რესურსით, მგონი საკმარისზე მეტითაც. მოკლედ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ამიერიდან ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, გამართული და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული.
ტრენერისგან ხვალისთვის დავალება მივიღეთ და მესამე დღეც დასრულდა.
მე მომწონს ასე მუშაობა, ვიღლები, მაგრამ რასაც ვაკეთებ, დიდი სიამოვნებით ვაკეთებ!!!
No comments:
Post a Comment