ტრენინგის ყოველ დღეს პროექტის გეგმის დახვეწაზე ვმუშაობთ. საშინაო დავალების მიხედით მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ტრენერთან ერთად გავმართეთ დისკუსია ამ თემაზე. ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან დავეხმარეთ.
მოდული 2–ის აქტივობა 3–ში მოცემული საკითხავი მასალის მიხედვით ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე და შეფასების მნიშვნელობაზე.
ყველა მასწავლებელს გაცნობიერებული აქვს სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება ეფექტური სწავლების დაგეგმვის რა დიდ შესაძლებლობას ქმნის.
ტრენინგზე კიდევ ერთხელ და უფრო ღრმად დავრწმუნდი იმაში, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლის განმავლობაში მრავალჯერადი და სხვადასხვა სახის შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეთა საჭიროებების, მიღწევებისა და პროგრესის დადგენაში დამეხმარება, რის შემდეგაც შევძლებ განვსაზღვრო, რა ცვლილებები შევიტანო სასწავლო პროცესში, განმავითარებელი შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეებს უფრო თავდაჯერებულს და დამოუკიდებელ შემსწავლელებს გახდის და თვითრწმენას გაუჩენს.
ჩვენს მიერ სახლში მომზადებული პროექტის იდეის პუბლიკაცია/საგაზეთო სტატია ავტვირთეთ Google drive-ში, შემდეგ მისი ინტერნეტმისამართის ბმული ჩავსვით ინტელის ტრენინგის რეფლექსიის ბლოგზე და ერთმანეთს გავუზიარეთ.
ინტერესით დავათვალიერე. მშვენიერი პუბლიკაციები შეუქმნიათ ბუკლეტების სახით!!!!!!!!!
საშინაო დავალებად პროექტის შაბლონში შეფასების გეგმის ნაწილში შეფასების დროის ჩარჩოს შევსება და PowerPoint პროგრამაში ამ ეტაპამდე მისული ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაციის შექმნა დაგვევალა. ეს პროგრამა მიყვარს და დიდი სიამოვნებით შევასრულებ ამ დავალებას.
No comments:
Post a Comment